Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა”

   

უნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან  ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”

 

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი   2024 წლის 14-15 ნოემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში  ატარებს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციას ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა.

     კონფერენცია ეძღვნება  თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან  126-ე   წლისთავს. 

კონფერენციის მიზანია:

- სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში. ფილოსოფიის დარგების, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკისა და ზნეობის ფილოსოფიის, რელიგიის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის  და სხვ. მიმართულებით.

- საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევარების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.

- პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

 

   კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს: მეტაფიზიკა-ონტოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის, კულტურის ფილოსოფიის, ლოგიკის  რელიგიის,   ხელოვნების სფეროებს.

განსაკუთრებით მივესალმებით აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის ფილოსოფიური ნააზრევის  გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

კონფერენციის გახსნა: 2024 წლის 14 ნოემბერს, 10:00.  107-ე აუდიტორია.

მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

(გაფართოებული თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი, რომელიც დაიბეჭდება ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მიმომხილველში’’ N15, 2015).

- მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,

- აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი

- მოხსენების ტექსტი  ელექტრონული ვერსია, ( 10-12 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,  ინტერვალი 1.5 )

- გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად (3 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),   ზომა 12, ინტერვალი 1.5 )

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2024 წლის 5 ნოემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 257471

თარიღი: 25/09/2024